• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/15
ნანახია: 422 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" , წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე დღის ცვლაში.

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** პროდუქციის დანიშნულებისამებრ ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** პროდუქციის გადაზიდვაზე გაცემული ფაქტურების და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ ჩაბარება.
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის მითვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა