• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროდუქციაზე ეტიკეტების განთავსების თანამშრომელი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/10
ნანახია: 466 -ჯერ

კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციაზე ეტიკეტების განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ 600-700 ლარი
დასვენება: კვირა

მოვალეობები: კვების პროდუქტებზე ეტიკეტების დაკვრა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა