• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ბათუმი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/06/27
ნანახია: 358 -ჯერ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები: საქონლის მიწოდება-გადატანა დანიშნულების ადგილზე.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა: B და C კატეგორია;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: office@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა