• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელი-ქუთაისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/06/27
ნანახია: 280 -ჯერ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე, ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საჩვენებელი სტენდების-რეკლამების და სხვა ნახაზების შედგენა და დასამზადებელი მასალის შეძენა/დამზადება;
** საპირფარეშოების აღჭურვილობის, საკანალიზაციო მილების და გამათბობელი სისტემის ავარიული სიტუაციის დროს წესრიგში მოყვანა (იშვიათ შემთხვევებში, ხელოსნის გამოძახება);
** შიდა და გარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის მაღაზიიდან და საწყობიდან განცხადების საფუძველზე მასალის გამოწერა;
** შოურუმებში საჩვენებელ სტენდებზე კაფელისა და მეტლახის გასაკრავად ხელოსნის გამოძახება;
** ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: kutaisi@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა