• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაც. სესხების მართვის ჯგუფის უფროსი-ოზურგეთი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/06/27
ნანახია: 255 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

"ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ოზურგეთში.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე)

მოვალეობები:

** ჯგუფის ფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge, "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი - და თქვენი რეგიონი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა