• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომო-მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/06/15
ნანახია: 417 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE, SADIA და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას DANONE-ის პროდუქციის პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი - კარფური ან სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი- კარფური
სამუშაო საათები: 11:00-20:00
დასვენება: კვირაში 1 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, პროდუქციის წარდგენა/შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის განთავსება თაროებსა და მაცივრებში, დამტკიცებული პლანოგრამის და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცულობით;
** განთავსებული პროდუქციის სისუფთავის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრომოდ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივნისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა