• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ხილ-ბოსტნის კონსულტანტი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/06/15
ნანახია: 432 -ჯერ

კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.

კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 550 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ხილ-ბოსტნის განთავსება სექციაში და მისი მუდმივი შევსება.
** განთავსებული პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის და სისუფთავის კონტროლი
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ოპტიმალური რაოდენობის პროდუქციის დროული შეკვეთა;
** ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივნისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა