• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორანტი
დამსაქმებელი: ჩირინა
ბოლო ვადა: 2020/06/08
ნანახია: 270 -ჯერ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge), ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურად არის ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიის მომზადება შესაბამისი კვლევებისთვის
** საწარმოო პროცესებისთვის საჭირო, შესაბამისი სტანდარტებით და ტექნოლოგიური ინსტრუქციებით გათვალისწინებული ანალიზებისა დროული და ხარისხიანი ჩატარება.
** ლაბორატორიის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების, ლაბორატორიული ჭურჭლის, რეაქტივების და სხვა მასალების სწორი შენახვის და გამოყენების უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიული ანალიზების შედეგების შემოწმება, შესაბამისი ოქმების გაფორმება
** ლაბორატორიული დოკუმენტაციის წარმოება ISO სტანდარტების მიხედვით
** ლაბორატორიაში არსებული ტემპერატურის, ტენიანობის პარამეტრების შემოწმება/კონტროლი
** ლაბორატორიის დეზინფექცია, სამუშაო ხელსაწყოების სანიტარული დამუშავება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, მიკრობიოლოგიის მიმართულებით
** ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა სასურველია (ინგლისური, რუსული)
** ანალიტიკური აზროვნება
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: hr@chirina.ge 8 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა