• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
HR სპეციალისტი-ქუთაისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/06/26
ნანახია: 319 -ჯერ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე, ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** ყოველი თვის ჭრილში კომპანიის თანამშრომლებთან ზუსტი სახელფასო ანგარიშსწორების წარმოება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება და ელექტრონული აღრიცხვა;
** ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** შერჩევის ეტაპების დაგეგმვა/განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა;
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა