• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმღები ზონის სპეციალისტი-თელავი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/06/26
ნანახია: 612 -ჯერ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ზონის სპეციალისტის პოზიციაზე, თელავში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ზედნადების საფუძველზე პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის მიღების პროცესში ვადების კონტროლი;
** პროდუქციის მარკირება;
** შიდა გადაადგილებების გადამოწმება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა