• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური დირექტორი
დამსაქმებელი: გოა კრედიტი
ბოლო ვადა: 2020/06/13
ნანახია: 367 -ჯერ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
შაბათი: 10:00-15:00
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ფინანსური წლის სწორად და დროულად დახურვის უზრუნველსაყოფად გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფა;
** ინსტრუქციების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით;
** საოპერაციო საქმიანობის ეტაპებზე შიდა კონტროლის გახორციელება;
** ფინანსური რეპორტების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება შეთანხმებით. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა