• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/06/12
ნანახია: 403 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება
** ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება
** შესყიდვების პროცესისთვის დოკუმენტაციის მომზადება
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი
** ფასთა შედარება და ანალიზი
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი
** მოძიებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია Apex-ის პროგრამის ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა