განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2020/06/05
ნანახია: 189 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" დაბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო სანდომი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების ფუნქციონალების კონტროლი.
** ნედლეულის შესყიდვა.
** ნედლეულის და დამხმარე მასალების კონტროლი/აღრიცხვა.
** წარმოების დაგეგმვა და აღრიცხვა.
** მზა პროდუქციის საწყობის კონტროლი.
** სახელფასო უწყისების მომზადება.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდურიმ უშაობის უნარი
** დაგეგმარებისა და ანალიზის უნარი
** სასურველია ანგარიშგებაში გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე:sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა