• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავტოფარეხის მენეჯერი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2020/06/05
ნანახია: 630 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

"სანდომის" , როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ავტოფარეხის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოფ. ფონიჭალა.
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
დასვენება: კვირა
ხელფასი: 1000-დან 1200 ლარამდე კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

საწარმოს ბალანსზე მყოფი ავტომობილების:

** ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი.
** სავალი ნაწილების დროული კონტროლი და შეკეთება.
** ავტომობილების გეგმიური ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ორგანიზებული.
** პუნქტუალური.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ გნიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა