განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
ბოლო ვადა: 2020/06/05
ნანახია: 156 -ჯერ

საკონდიტრო ფაბრიკა "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების პროდუქტების ტექნოლოგიის განხრით აუცილებელია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში) აუცილებელი მოთხოვნაა.
** კვების პროდუქტების საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილების ქონა
** ქიმიური პროცესების და ელემენტების მაღალ დონეზე ცოდნა
** ლაბორატორიული პროცედურების და ხელსაწყოების მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოში მოქმედი სტანდარტების და სხვა სახის ნორმატივების კარგად ცოდნა
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი
** ახალი პროდუქტების შექმნის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** მინიმუმ 1 უცხო ენის კარგად ცოდნა
** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია.

მოვალეობები:

** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი
** საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე შესაბამისი ჩანაწერების გზით
** ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა
** კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა და სხვა მაჩვენებლების წარმოება.
** ახალ ტექნოლოგიებზე და რეცეპტებზე მუშაობა
** ახალი პროდუქტების და კატეგორიების შექმნა
** ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება
** ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** საწარმოს გუნდის ტრენინგი და გადამზადება საჭიროების შემთხვევაში
** მენეჯმენტთან და ბუღალტერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა - სრული სამუშაო დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატებით
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com

გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა