განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/06/04
ნანახია: 139 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცენტრალური საწყობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ლოგისტიკის დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე
** საწყობის ეფექტიანი დაგეგმარება
** პროდუქციის ოპტიმალურად განთავსების მონიტორინგი
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება-გაცემის სრული ციკლის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი
** დანაკარგების შესამცირებლად კონტროლის მექანიზმების შემუშავება
** სადისტრიბუციო ხაზების ოპტიმალური მართვა
** უბნების/რეგიონების ანალიზი
** სავაჭრო ობიექტების მიხედვით პროდუქციის მიწოდების მოთხოვნების შესწავლა
** დისტრიბუციის ხელმძღვანელთან ერთად ობიექტების თანაბარი და ოპტიმალური განაწილება სადისტრიბუციო ხაზებში
** პროდუქციის დროული მიწოდების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ხაზების განახლება/გაუმჯობესება
** ავტოპარკში არსებული რესურსის მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** შესაბამისი ბიზნეს პროცესების და პრინციპების ცოდნა
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ლოგისტიკის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა