ვებ დეველოპერი |
დამსაქმებელი: |
SPAR Georgia |
ბოლო ვადა: |
2020/06/04 |
ნანახია: |
393 -ჯერ |
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ვებ დეველოპერის ვაკანტურ პოზიციაზე.
საქმიანობის ძირითადი მიმართულება - ინტერნეტ პროექტების შექმნა, მათ შორის ვებ-გვერდების, პორტალების, ელექტრონული მაღაზიების, ონლაინ ანგარიშსწორების მოდულების შექმნა, ასევე მუშაობა Wordpress - ში და სხვა.
გთავაზობთ საინტერესო პროექტებში ჩართულობას.
კვალიფიკაცია/უნარები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინტერნეტ-ტექნოლოგიების მიმართულებით
** IT სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ვებ-გვერდებს კონტენტის შექმნის და მართვის გამოცდილება
** პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: WordPress, Laravel, jQuery, Bootstrap, HTML, CSS, JavaScript, PHP, SQL, MySQL პროგრამირების ენების ცოდნა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 საათამდე
ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვებ დეველოპერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.