• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური დეპარტამენტის ტოპ მენეჯერი
დამსაქმებელი: CyberPast
ბოლო ვადა: 2020/05/30
ნანახია: 326 -ჯერ

შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ტოპ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელ+" 2005 წლიდან მოღვაწეობს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში და დღეისათვის იკავებს წამყვან პოზიციას ამ მიმართულებით საქართველოში. იგი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური და მრავალფეროვანი უსაფრთხოების მოწყობილობებისა და სისტემების იმპორტიორ კომპანიას და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო სპექტრს მოქნილი სერვისითა და კონკურენტუნარიანი ფასებით. კომპანია "ელ+" წარმოდგენილია 20-მდე მსოფლიოში ცნობილი ბრენდით და 5000-მდე დასახელების პროდუქციით.

კომპანია "ელ+"-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სტანდარტების შესაბამისად ახორციელებენ საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს. პროექტის მენეჯერები მუდმივად ესწრებიან პარტნიორი კომპანიების მიერ გამართულ გამოფენებსა და ტრენინგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება.
** კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებთან ურთიერთობის დოკუმენტური მხარის წარმოება/კონტროლი/აღრიცხვა.
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.
** ტენდერების მომზადება, მონაწილეობა და კონტროლი.
** ლოჯისტიკა.
** ოქმების მომზადება, პასუხისმგებელ პირებთან გაგზავნა და შესრულების კონტროლი;
** კომპანიაში სხვადასხვა პროექტების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი კონტროლი,
** კომპანიისთვის განვითარების პროექტების ინიცირება და კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა აქტუალური მოქმედებების ადმინისტრირება.
** ელექტრონული მიმოწერა, კორესპონდენციის წარმოება და საქმისწარმოების სხვა პროცედურების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, აუცილებელია ექსელის კარგად ცოდნა (MS Office).
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა - ვერბალური, წერითი.
** ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ანალიზის უნარი.
** პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** შესაბამისი კანონმდებლობის, პროცედურების და პოლიტიკის ცოდნა (სასურველია)
** ასაკი: 20-დან 40 წლამდე;
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯმენტის სფეროში (სასურველია)

სამუშაო საათები: 9:30-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. ბაქრაძის #6

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy.elplus.tech@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 31 ივნისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა