მთარგმნელი |
დამსაქმებელი: |
ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი |
ბოლო ვადა: |
2020/05/13 |
ნანახია: |
773 -ჯერ |
"ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მთარგმნელის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ მთარგმნელებს, ვისაც შეეძლება სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტების, მათ შორის, სამეცნიერო მასალების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და/ან რუსულ ენებზე, ასევე პირიქით.
უპირატესობა მიენიჭება გამოცდილ კადრებს, მიუხედავად მათ მიერ მოთხოვნილი ანაზღაურებისა;
სასურველია სამეცნიერო ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება შემდეგ დარგებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; ფსიქოლოგია და სხვა მომიჯნავე დარგები.
მუშაობის ფორმატი და ანაზღაურება - შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (კორონავირუსის კრიზისის ბოლომდე) შერჩეული კანდიდატი დროებით იმუშავებს დისტანციურად, მოგვიანებით კი ნაწილობრივ ან მთლიანად ოფისიდან, საჭიროების მიხედვით.
ოფისი მდებარეობს მეტრო დელისიდან 300 მეტრში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე და ანაზღაურების პირობები შემდეგ მისამართზე: youth.innovative.center@gmail.com
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ "ინგლისურენოვანი მთარგმნელი" ან "რუსულენოვანი მთარგმნელი".