• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
არქიტექტორ-დიზაინერი
დამსაქმებელი: ჩემი სახლი
ბოლო ვადა: 2020/05/06
ნანახია: 344 -ჯერ

საპროექტო ორგანიზაცია "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: არქიტექტორ-დიზაინერი დისტანციურ რეჟიმში.

მოვალეობები:

** დასასვენებელი ტერიტორიებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაპროექტება;
** დენდროლოგიური პროექტის მომზადება;
** მცირე არქიტექტურული ფორმების დიზაინის მომზადება;
** შესაბამისი ესკიზების, გეგემებისა და ჭრილების მომზადება;
** ნახაზების გაფორმება (განშლების, განდეტალებისა და კვანძების დატანა ნახაზზე);
** შესასრულებელი სამუშაოების მასალებისა და რაოდენობების განსაზღვრა;

მოთხოვნები:

** დიპლომირებული სპეციალისტი არქიტექტურის მიმართულებით;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ დეტალურად);
** სავალდებულოა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან პორტფოლიოს წარმოდგენა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შენიშვნა:

ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და რაოდენობის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr.artidea2015@gmail.com მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა