• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: Pepsico
ბოლო ვადა: 2020/05/01
ნანახია: 640 -ჯერ

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად პროდუქციის ზუსტად აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით და სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;
** მიღებული პროდუქციის დროული და მაქსიმალური გადმოტვირთვა და დასაწყობება;
** ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
** სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო
** სასურველია სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა

რას გთავაზობთ?

** დასაქმება 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში ევროპასა და საქართველოში
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** სტაბილური ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუვიანეს 1 მაისისა, 2020 და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა