• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე
დამსაქმებელი: Pepsico
ბოლო ვადა: 2020/05/01
ნანახია: 593 -ჯერ

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო
** მართვის მოწმობა: B კატეგორია - სავალდებულო, C კატეგორიის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
** ა/მანქანის მართვის გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ?

** დასაქმება 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში ევროპასა და საქართველოში
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** სტაბილური ანაზღაურება - 700 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება
**
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუვიანეს 1 მაისისა, 2020 და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა