• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
ბოლო ვადა: 2020/04/15
ნანახია: 375 -ჯერ

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტირება;
** სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის რემონტი/შეკეთება;
** აპარატურის დაზიანების, გაუმართაობის, შეკეთების სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სამედიცინო ცენტრებში არსებული სამედიცინო აპარატურის ინვენტარიზაცია;
** ახალი სამედიცინო აპარატურის და ტექნიკის შეძენის საჭიროების დადგენა, ბიუჯეტის დაგეგმარება და შესყიდვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სამედიცინო ცენტრების ტექნიკური პერსონალის მართვა;
** აპარატურის მოხმარების, შეკეთების ინსტრუქციების გაცემა ადგილობრივი ტექნიკური პერსონალისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საინჟინრო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა

უნარები:

** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აპრილი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი"

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა