• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2020/05/03
ნანახია: 349 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ინვენტარიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** სახარჯი მასალების შედეგების კონტროლი;
** საქონლის გადაადგილების კორექტირება/დადასტურება/გაუქმება;
** სარეკლამო მომსახურების ანალიტიკა;
** სახელფასო ლიმიტების დადგენა და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური განხრით);
** აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა