• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სოციალური მედიის/მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქალაქური
ბოლო ვადა: 2020/05/03
ნანახია: 321 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ონლაინ (შეთანხმებით)

განვიხილავთ ახლად დამწყებ სტუდენტებსაც დროის შესაბამისობით.

** განათლება (PR მარკეტინგი და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაოს მოთხოვნა კვების ( სნექის) სფეროში; (თხილი, ჩირები)
** MS პროგრამების ცოდნა, სასურველია (Word, Excel, PowerPoint), Photoshop, Illustrator CorelDRAW.
** Facebook -ის ადმინისტრირება-სპონსორინგი და სხვადასხვა ინსტრუმენტების ცოდნა
** ენები: რუსული, ინგლისური, თურქული; (სასურველია)
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; ვებგვერდის მართვა
** ონლაინ გაყიდვები სოციალურ გვერდზე.
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიასა და ვებგვერდზე მუშაობა;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების შესწავლის მიზნით;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; მარკეტინგული აქტივობის შეთავაზება
** ახალი პარტნიორების მოძიება საერთაშორისო ბაზრის მიმართულებით;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი +ბონუსი შეთანხმების მიხედვით.
სასურველია მიუთითოთ შესაბამისი ხელფასი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შევსებული ქართულ ენაზე მისამართზე qalaqurivc@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა