• https://charte.ge/

ავტორი

ქართული აგრო სახლი

mail: hr@gah.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების დაგეგმარების და რეპორტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქართული აგრო სახლი
ბოლო ვადა: 2020/04/30
ნანახია: 674 -ჯერ

შპს "ქართული აგრო სახლი" (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების დაგეგმარების და რეპორტინგის მენეჯერი.

სექტორი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

"ქართული აგრო სახლი" არის საქართველოში წამყვანი პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია (ბაზარზე წარმოდგენილი არის ბრენდებით "პლანტა" და "ქართული მოსავალი"), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულს.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს წარმოების ქმედითუნარიანი ფუნქციონირება.
** ყოველდღიურ და ყოველთვიურ რეპორტინგზე პასუხისმგებლობა.
** უზრუნველყოს გაყიდვების სამსახურიდან მიღებული შეკვეთების ზედმიწევნით შესრულება.
** ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ნაწარმოები პროდუქციის დათვლა და ჩანაწერების წარმოება.
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის ბრუნვის ასახვა შესაბამის პროგრამაში.
** შეკვეთების მიღებამდე უშუალო ხელმძღვანელთან ერთად საწარმოებელი რაოდენობების განსაზღვრა.
** სამუშაო დღის ბოლოს საწყობისთვის მომდევნო დღის ნედლეულის მოთხოვნის ინფორმირება.
** საწარმოში არსებული დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი.
** ყოველი მზა პროდუქციის წარმოების დაწყებამდე კრეფის თარიღების, ხარისხის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით საწარმოსთვის მისაღები ნედლეულის საწყობიდან მიღების უზრუნველყოფა.
** მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი. ხარისხის კონტროლის მენეჯერისა და გაყიდვების სამსახურის მიერ მოწოდებული შეუსაბამობების ყოველდღიური ანალიზი;
** ნედლეულის დამხარისხებლების და პროდუქციის ამწყობების მიერ დაწუნებული ნედლეულის მკაცრი მონიტორინგი.
** საწყობიდან გადმოცემული გასაახლებელი პროდუქციის მიღება და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა.
** საწარმოში დაწუნებული ნედლეულის (საღი წარმოებისთვის გამოუსადეგარი და ჩამოსაწერი) შუალედური დასაწყობება, მართვა და კონტროლი.
** საწარმოო საწყობში არსებული მატერიალური ნაშთის ინვენტარიზაცია კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
** უზრუნველყოს მზა პროდუქციის წარმოება კომპანიის მიერ შემუშავებული რეცეპტების შესაბამისად და მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთეულებისათვის გაცნობა.
** წარმოების თანამშრომლებისათვის საწარმოო რაოდენობების შესახებ სპეციალური ფორმის შევსება და გადაცემა.
** მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულების სამუშაო სიმძლავრეების ოპტიმალურად გადანაწილება.
** უზრუნველყოს ნედლეულის დახარისხება და შეფუთვისთვის გათვალისწინებული სრული ტექნოლოგიური ციკლის გამართული საქმიანობა.
** მანქანა-დანადგარების და საწარმოო ფართის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
** საწარმოო და კომუნალური ხარჯების ეფექტურად გამოყენებასა და ეკონომიაზე ზრუნვა.
** საწარმოო ფართის ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი.
** კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების/ნორმების მიხედვით, დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანური რესურსის დისციპლინის, პირადი ჰიგიენისა და ჩაცმულობის კონტროლი.
** კანონმდებლობით განსაზღვრული საწარმოო ნორმების და წესების სრულყოფილი დაცვა საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში
** სასურველია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ცოდნა
** სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმარებისა და ანალიზის უნარი
** სასურველია ანგარიშგებაში გამოცდილება

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gah.ge

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა