• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
1C ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ფოლადის სახლი
ბოლო ვადა: 2020/05/04
ნანახია: 458 -ჯერ

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

1C ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობაა:

** პროგრამა "ბალანსის" ადმინისტრირება;
** პროგრამის საოპერაციო ნაწილის აწყობა კომპანიის საოპერაციო პროცესების მიხედვით;
** პროგრამის ფუნქციონალური რესურსის სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ;
** კომპანიის თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაგერენირებული ელექტრონული დოკუმენტების პერმანენტული კონტროლი დადგენილ წესების თანახმად;
** პროგრამაში გაწერილი პროცესების დადგენილი პერიოდულობით აუდიტი;
** პროგრამაში მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ფორმით რეპორტების აწყობა;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე, პროგრამის ტესტირება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** პროგრამის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის თემატური ტრეინინგების ჩატარება და მუდმივი მხარდაჭერა ფუნქციონალთან მიმართებაში;
** პროგრამა ბალანსთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 1C საწარმო და 1C საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 1C ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);

უნარები:

** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ​დეტალებისადმი ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი #14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: 1C ადმინისტრატორი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge/

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა