• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-მცხეთა
დამსაქმებელი: Logistics Group
ბოლო ვადა: 2020/05/02
ნანახია: 686 -ჯერ

ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 19 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარიდან, მომატების პერსპექტივით
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას)
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით დილერებთან მისვლა და დაკვეთების, შესაბამისი პროდუქტების დატოვება მათთვის;
** შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გამზადებული შეკვეთების ადგილზე მიტანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა - 2 ღერძიანი 4 ტონიდან ტვირთამწეობით - აუცილებელია;
** (კომპანია უზრუნველყოფს ცვეთადი ნაწილების შეცვლას: სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, ზეთის შეცვლა, საბურავების შეცვლა, საწვავი კომპანიის ხარჯზე)
** მართვის მოწმობა B კატეგორია - აუცილებელია;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 2 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასათვალისწინებელია: გთხოვთ რეზიუმეში მიუთითოთ კუთვნილი ავტომობილის მოდელი და ტვირთამწეობა.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა