• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/04/12
ნანახია: 278 -ჯერ

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უმსხვილესი კომპანია აცხადებს კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთი სამსახურების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე, უზრუნველყოს ნაერთი მოთხოვნის შექმნა და დამუშავება;
** დამკვეთი სამსახურების მიერ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სატენდერო განცხადების/ დოკუმენტაციის მომზადება;
** შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით მოამზადოს მიმოწერის პროექტები, როგორც ორგანიზაციის შიგნით (დამკვეთ სამსახურს გაუგზავნოს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებები ტექნიკური დასკვნისთვის და ა. შ), ასევე ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
** შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის სატენდერო საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროულად მიწოდება დამკვეთი სამსახურებისათვის და შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტებისათვის;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით;
** სატენდერო კომისიის ოქმის საფუძველზე, უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება;
** დამკვეთი სამსახურების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე, უზრუნველყოს ნაერთი მოთხოვნის შექმნა და დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების (რუსული ან/და ინგლისური) ცოდნა;
** შესყიდვების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** MS office-ს ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს, 12 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: recruiter@headcount.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვას ვერ შევძლებთ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა