• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/05/01
ნანახია: 419 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა, კითხვა საუბარი);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office; Outlook, PowerPoint, Excel);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმართვა (ხელშეკრულებები, ინვოისები);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობა:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** საგადასახადო პორტალზე RS.GE მუშაობა;
** პროდუქციის ფაქტურების ატვირთვა პორტალზე RS.GE.
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა (დოკუმენტაციის - ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები, ინვოისები - დამუშავება, კორექტირება და დაარქივება);
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** პარტნიორ კომპანიებთან და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიური;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მიზანზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: ni_nikocom@yahoo.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა