• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აგრო ექსპერტი/აგრონომი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2020/04/14
ნანახია: 264 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიციაზე.

აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას - რეგიონებში მივლინებაში წასვლას და გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება. კანდიდატებს შეუძლიათ ამ პოზიციის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან.

ძირითადი მოვალეობები:

** აგრო ზარალების შეფასება: ველზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
** დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
** ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი აგრარული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** აუცილებელია საქართველოში გავრცელებულ სასოფლო სამეურნეო კულტურების ცოდნა;
** აუცილებელია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 14 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "აგრო ექსპერტი/აგრონომი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა