• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
iOS დეველოპერი
დამსაქმებელი: კერკეტი
ბოლო ვადა: 2020/04/28
ნანახია: 308 -ჯერ

MFSG აცხადებს ვაკანსიას iOS დეველოპერის თანამდებობაზე.

MFSG არის ბრიტანულ-ქართული ფინტექ კომპანია, საგადახდო სერვისების პროვაიდერი. კომპანიის მისიაა საქართველოში სანდო და დივერსიფიცირებული საგადახდო და ფულადი გზავნილების სერვისების მოწოდება სხვადასხვა კლიენტებისთვის.

პასუხისმგებლობები: კომპანიის საკუთარი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება

გამოცდილება და ტექნოლოგიების ცოდნა:

** გამოცდილება iOS პლატფორმაზე დეველოპმენტში
** გამოცდილება Objective-C-სა და Cocoa-ში
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL, etc.) მუშაობის გამოცდილება
** სხვადასხვა კომერციული (განსაკუთრებით, ფინანსური ან/და საკომუნიკაციო) IT სისტემების ინტეგრაციასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
** საქართველოს ფინანსური სექტორის ეკოსისტემის ცოდნა
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში (სასურველია ფინანსურ ან საკომუნიკაციო სექტორში) გამოცდილება

სასურველი პიროვნული თვისებები:

** სანდო, შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული, სწრაფი - საქმეშიც და ახალი ტექნოლოგიების შესწავლაშიც
** ურთიერთობის სტილი - ნებისმიერი. შეიძლება იყოთ ინტროვერტი ან ექსტრავერტი, მოგწონდეთ ჯგუფური მუშაობა ან გერჩივნოთ დამოუკიდებლად კონკრეტული ამოცანების შესრულება. გჭირდებოდეთ ყოველდღიური უკუკავშირი ან გერჩივნოთ საშუალოვადიანი მიზნების დასახვა და დამოუკიდებლად მათი მიღწევა. ნებისმიერი სტილი მისაღებია.

აპლიკაცია

გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@kerketi.ge, სათაურში მიუთითეთ "iOS Developer"

ბოლო ვადა: 28 აპრილი 2020. მივესალმებით ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა