• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
Java დეველოპერი
დამსაქმებელი: კერკეტი
ბოლო ვადა: 2020/05/01
ნანახია: 399 -ჯერ

MFSG არის ბრიტანულ-ქართული ფინტექ კომპანია, საგადახდო სერვისების პროვაიდერი. კომპანიის მისიაა საქართველოში სანდო და დივერსიფიცირებული საგადახდო და ფულადი გზავნილების სერვისების მოწოდება სხვადასხვა კლიენტებისთვის.

ვაკანსია: Java დეველოპერი

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის (ბექ-ენდის) განვითარება
** API-ს განვითარება და სხვადასხვა პარტნიორებთან ინტეგრაციების მხარდაჭერა
** შესაბამისი ინტერესის და გამოცდილების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის სხვადასხვა ინტერფეისზე (ფრონტ-ენდზე) მუშაობაც

გამოცდილება და ტექნოლოგიების ცოდნა:

Java დეველოპმენტი:

** Java EE
** Spring
** Hibernate
** Java Persistence API
** Apache Maven
** Apache Tomcat
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MySQL, etc.) მუშაობის გამოცდილება
** Front-end ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Angular ან React)
** B2B ინტეგრაციები: Middleware programming, REST, SOAP API, XML, Web Services, WSDL
** სხვადასხვა კომერციული (განსაკუთრებით, ფინანსური ან/და საკომუნიკაციო) IT სისტემების ინტეგრაცია: პროტოკოლები, ტექნოლოგიები, მეთოდები, უსაფრთხოება
** საქართველოს ფინანსური სექტორის ეკოსისტემის ცოდნა
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში (სასურველია ფინანსურ ან საკომუნიკაციო სექტორში) რამდენიმეწლიანი გამოცდილება

სასურველი პიროვნული თვისებები:

** სანდო, შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული, სწრაფი - საქმეშიც და ახალი ტექნოლოგიების შესწავლაშიც
** ურთიერთობის სტილი - ნებისმიერი. შეიძლება იყოთ ინტროვერტი ან ექსტრავერტი, მოგწონდეთ ჯგუფური მუშაობა ან გერჩივნოთ დამოუკიდებლად კონკრეტული ამოცანების შესრულება. გჭირდებოდეთ ყოველდღიური უკუკავშირი ან გერჩივნოთ საშუალოვადიანი მიზნების დასახვა და დამოუკიდებლად მათი მიღწევა. ნებისმიერი სტილი მისაღებია.

აპლიკაცია:

გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@kerketi.ge და სათაურში მიუთითეთ "Java Developer"

მივესალმებით ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა