• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი რუსთავში
დამსაქმებელი: პანექსი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2020/04/29
მდებარეობა: რუსთავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 330 -ჯერ

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე რუსთავში.


მოვალეობები:

  • პროგრამაში ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების შეყვანა/დამუშავება;
  • RS.ge-ზე ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა;
  • მიღებული ზედნადებების/ფაქტურების/ინვოისების დამუშავება და დაარქივება;
  • რეალიზაციების და ხარჯების დარიცხვა;
  • დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელფასების დარიცხვა;
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსები/ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • RS.ge -ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • ACCA პირველი დონის სერტიფიკატი;
  • Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასურველია.

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

 

ჩვენთან:

  • გექნებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში პროფესიონალ გუნდთან ერთად.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV  ელ.ფოსტაზე: Info@panex.ge  
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა