• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/04/22
ნანახია: 764 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" ეძებს მძღოლს საკუთარი სკუტერით :

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება/აღრიცხვა;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** პროდუქციის დასურათება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 22 აპრილამდე. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა