• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სხვადასხვა-რუსთავი
დამსაქმებელი: ჯიბე cash & carry
ბოლო ვადა: 2020/04/27
ნანახია: 416 -ჯერ

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის, მოლარის, მტვირთავის და სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: რუსთავი, თოდრიას #11
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

1. კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული წესების და უსაფრთხოების ნორმების მიხედვით, პროდუქციის განლაგება, თაროებსა და პალეტებზე, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება;
** პროდუქციის ვადების სისტემატიური კონტროლი;
** მაღაზიის საწყობის მენეჯერისა და დარბაზის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მონათესავე სფეროში

2. მოლარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში ზუსტი ოდენობით;
** პროდუქციის სანაცვლოდ მომხარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით.
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ცენტრალურ სეიფში ინკასირების პროცესის უზრუნველყოფა;
** სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, Apex-ში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

3. მტვირთავი

​ ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში შეძენილი პროდუქციის ჩატვირთვა;
** მაღაზიის საწყობში პროდუქციის მიღების დროს, სატრანსპორტო საშუალებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა, დასაწყობება.
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გადატანა, შესაბამისი სექციის კონსულტანტების დახმარება სასაქონლო მარაგების თაროებზე განლაგების დროს.
** კონსულტანტების დახმარება მძიმე პროდუქციის თაროებიდან ჩამოღებისას.

4. სამაცივრე საწყობის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
** სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
** სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: hr@jibe.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა