• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის დიასახლისი-ბათუმი
დამსაქმებელი: ჯიბე cash & carry
ბოლო ვადა: 2020/04/28
ნანახია: 289 -ჯერ

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", ბათუმის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის დიასახლისის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აღმაშენებლის #13
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის იატაკის დამუშავება როგორც მშრალი, ასევე სველი წესით;
** ფილიალში განთავსებული ინვენტარის დასუფთავება როგორც მშრალი, ასევე სველი წესით;
** პროდუქციის განსათავსებელი თაროების, პალეტების დასუფთავება;
** სადემონსტრაციოდ განლაგებული პროდუქციის დასუფთავება;
** მაღაზიის სადემონსტრაციო ვიტრინების დასუფთავება;
** სველი წერტილების სისუფთავის უზრუნველყოფა, სანიტარული და ჰიგიენური წესების დაცვით;
** ნარჩენების გატანა/გადაყრა;
** მომარაგების მიღებისას ან მაღაზიიდან პროდუქციის გატანისას შექმნილი უწესრიგობის აღმოფხვრა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: hr@jibe.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა