• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრანსპორტის ტექნიკური მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/04/25
ნანახია: 410 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი
** სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური კუთხით)
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ1 წლიანი გამოცდილება
** ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობის უნარი
** სიტუაციის ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კრეატიულობა, ამბიციურობა და მიზანდასახულობა
** სატვირთო ავტომობილების სფეროს სპეციფიკის ცოდნა

სამუშაო პირობები:

შპს ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია

ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: z.kardava@itmc.com.ge არაუგვიანეს 25 აპრილისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა