• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
1C უფროსი სპეციალისტი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2020/05/16
ნანახია: 454 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში, 1C უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის გუნდიც სხვა პროგრამებთან ერთად მუშაობს 1C ERP UP პროგრამის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. კომპანიის აქტიურ ზრდასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების დანერგვა, გააქტიურება და განვითარება.

ფუნქციები:

** სხვადასხვა ბიზნეს პროცესების შესწავლა მათი ავტომატიზაციის მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება და მონიტორინგი;
** 1C ERP პროგრამაში სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა, როგორც მართველობითი ასევე ბუღალტრული;
** პროგრამა 1C-ის მომხმარებლების მხარდაჭერა მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით;
** პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობა ახალი ან მიმდინარე დავალებების, საკითხების ან პროგრამულ ფუნქციებთან დაკავშირებით;
** მიმდინარე დავალებების და საკითხების სტატუს ანგარიშგების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სატრენინგო მასალის განახლება და თანამშრომლებისათვის ტრეინინგის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** 1C-ს სხვადასხვა ვერსიებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows XP7810) ზოგადი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (MS Excel მაღალ დონეზე);
** სასურველია კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა