განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დირექტორის თანაშემწე ტექნიკურ საკითხებში
დამსაქმებელი: საბა
ბოლო ვადა: 2020/04/20
ნანახია: 42 -ჯერ

სამშენებლო კომპანია "საბა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დირექტორის თანაშემწე ტექნიკურ საკითხებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** დირექტორის დავალებით და მითითებით კომპანიის ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობა
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
** გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება;
** რეგულარული და დროული ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო სფეროში);
** აუცილებელია მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო სისტემების კარგი ცოდნა;
** თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების უნარი;
** სტრესულ გარემოში ადვილად ადაპტაციის უნარი
** დაკისრებული მოვალეობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ვადებში შესრულების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sabagroup.org არაუგვიანეს 20 აპრილისა და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა