• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2020/04/25
ნანახია: 303 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ბანკის ფილიალები

მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად საცალო დაკრედიტების მენეჯერებს თბილისსა თუ რეგიონებში.

ძირითადი ფუნქციები:

** საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
** კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
** კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
** პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
** საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
** მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა