დისტანციური გაყიდვების სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ვითიბი ბანკი |
ბოლო ვადა: |
2020/04/25 |
ნანახია: |
336 -ჯერ |
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლებთან ტელეფონით დაკავშირება და საბანკო პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა
** მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე შეთავაზებების, კამპანიების, პროდუქტებისა და მათი უპირატესობების შესახებ
** ყოველთვიური გეგმების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
** გაყიდვების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება