• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2020/04/25
ნანახია: 319 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება
** ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
** ანგარიშების მომსახურება
** ტრანზაქციების შესრულება
** გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
** მომხმარებლებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (online chat).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
** სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა.

უნარები:

** ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა