• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 341 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის წყალმომარაგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო: 3000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე



სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: ინჟინერი (ჰიდროინჟინერია, მელიორაცია/ირიგაცია, წყალმომარაგება/წყალარინება).
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი.

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;
** AutoCAD ან/და ArchiCAD - კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - კარგი;
** რუსული ენა - კარგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მელიორაციის/ირიგაციის, წყალმომარაგება/წყალარინების ან/და ჰიდროსაინჟინრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

სასურველია კანდიდატი აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრის უნარი.

ფუნქციები:

** სამელიორაციო / სარწყავი სისტემების ადგილზე დათვალიერება, არსებული მდგომარეობის ზოგადი შეფასება / აღწერა, შესაბამისი სქემისა (ნახაზი) და განმარტებითი ბარათის მომზადება;
** სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ადგილზე დათვალიერება, არსებული მდგომარეობის ზოგადი შეფასება / აღწერა, შესაბამისი სქემისა (ნახაზი) და
განმარტებითი ბარათის მომზადება;
** მელიორაციის დარგის რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე) მოძიება, გაანალიზება და მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება და პრეზენტაცია;
** მელიორაციის დარგის რეგულირების მიზნით შესაბამისი კომპანი(ებ)ის მიერ კომისიაში წარმოსადგენი ტექნიკური ფორმების მომზადება (პროგრამა Excel);
** მელიორაციის დარგიდან კომისიაში შემოსული ტექნიკური ინფორმაციის ანალიზი, სხვადასხვა მაჩვენებლების დამუშავება და მათი შედარებითი ანალიზის წარმოება;
** პერიოდულად მელიორაციის დარგის არსებული მდგომარეობის შეფასების, პრობლემური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე პრეზენტაციის
მომზადება;
** კომისიაში შემოსული ტექნიკური შინაარსის (მელიორაციისა და წყალმომარაგების) განცხადებების მიღება, გაცნობა და გაანალიზება საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ შემთხვევის ადგილზე გასვლა, კვლევის ჩატარება და საკითხის უფრო დეტალურად შესწავლა;
** ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე მასალების მომზადება კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების ჯეროვნად შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული "ინვესტიციების შეფასების წესი";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილება "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული "მომსახურების ხარისხის წესები".
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი";
** კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა