• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 362 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 2400 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე



სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: ფინანსისტი ან ეკონომისტი;
** მინიმალური განათლება: მაგისტრი;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - ძალიან კარგი;
** რუსული ენა - კარგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ენერგეტიკის სფეროში ბუნებრივი გაზის მიმართულებით.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:

** აკურატულობა, ორგანიზებულობა და გუნდურობა;
** დამოუკიდებლად საკუთარი სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** ფორმალური დოკუმენტების (მომხმარებლის მოთხოვნების, აღწერილობების, ინსტრუქციების) წერის ჩვევები.

ფუნქციები:

** ბაზრის მონიტორინგი:
** წარმოდგენილი ანგარიშგების სრულყოფილების დადგენა;
** ანგარიშგების ფორმების განახლების საჭიროების გამოვლენა;
** წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისი ანგარიშების (ბაზრის ანალიზი) მომზადებაში, შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენაში და ამ გარემოების აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა.
** მიღებული კორესპონდენციის შესრულება:
** ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.
** ქსელების განვითარების და საინვესტიციო გეგმებზე, სატარიფო განაცხადებზე დასკვნების
და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა:
** საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენისა და მისაწოდებელი/გასანაწილებელი/სატრანსპორტო ბუნებრივი გაზის პროგნოზირების მოდელის განახლებაში მონაწილეობა.
** კანონმდებლობის დახვეწის პროცესში მონაწილეობა:
** მისი საქმიანობის ფარგლებში საკანონმდებლო ნაკლოვანებების გამოვლენაში მონაწილეობა;
კანონქვემდებარე აქტებში ცვლილების შეტანის პროცესში, ასევე არსებულ პროექტებზე მოსაზრებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ღონისძიებებში და პლატფორმები მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის განახლება/გამოქვეყნების/გაცემის უზრუნველყოფა და სხვა აქტივობები ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს კანონი "ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";
** ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა; http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0094:0136:en:PDF
** ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და №1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის №715/2009 (EC) რეგულაცია; http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0036:0054:en:PDF
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ქსელის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა