• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საჩივრების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 287 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე


სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: იურისტი;
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:
** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - ძალიან კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ
2-წლიანი გამოცდილება.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად მოგვარების უნარი

ფუნქციები:

** კომისიაში შემოსული საჩივრის მიღება, საჩივრის გაცნობა და გაანალიზება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
** საჩივრების უფრო დეტალური შესწავლისთვის მომხმარებლებთან, დარგის წარმომადგენლებთან ან მიმწოდებლებთან შეხვედრების დანიშვნა და ინფორმაციის მიღება საინტერესო საკითხებზე.
** საჩივრების უფრო დეტალური გაანალიზებისთვის მიმწოდებლებთან, ლიცენზიატებთან კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაციი/დოკუმენტაციის მიღების მიზნით.
** საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ შემთხვევის ადგილზე გასვლა, კვლევის ჩატარება და საკითხის უფრო კონკრეტულად შესწავლა.
** ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე მასალების მომზადება კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით; სადავო საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.
** მხარეთა პირდაპირი გზით მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, სხდომაზე საკითხის გატანის ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან.
** შემოსული საჩივრების ვადების კონტროლი, დროულად საკითხის გადაწყვეტის ორგანიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება
ვადის დარღვევის საშიშროებასთან დაკავშირებით.
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად განხილვა, წარდგენა შესაბამის ერთეულებთან
დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.
** მისი ამოცანების უკეთესი ხარისხით გადაჭრის ან ხარჯთეფექტური წარმოების მიზნით წინადადებების გააზრება და უშუალო ხელმძღვანელისთვის
** მოსაზრებების მიწოდება, ინიციატივების დაყენება

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული "სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული "მომსახურების ხარისხის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა