• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 285 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე



სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: იურისტი;
** მინიმალური განათლება: მაგისტრი;
** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - ძალიან კარგი;
** რუსული ენა - ძალიან კარგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს იურისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრის უნარი:

ფუნქციები:

** ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონიდან, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება, აღნიშნული დარგების ერთიანი რეგულირების უზრუნველყოფა, საუკეთესო პრაქტიკის დარეგვა და ხარვეზების გამოვლენის მიზნით, მის შესრულებაზე დაკვირვება:
** ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების, მათ შორის, სამართლიანი პირობებისა
და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი;
** არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
** რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, საწარმოების ან სხვა პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, მეთოდოლოგიური დამუშავება და განხილვების კოორდინაცია;
** სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმირება და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ იმ ცვლილებებზე,
რომელთა მიღებაც სცდება კომისიის კომპეტენციას;
** კომისიის გადაწყვეტილებებისა და საწარმოების მიერ გაწეულ მომსახურებაზე შერჩევითი დაკვირვების შედეგების ანალიზი, საწარმოებში სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით; საკითხის მომზადება კომისიის საჯარო სხდომაზე განსახილველად, თუ გამოვლინდა სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევა;
** წინადადებების მომზადება იმ ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც არსებითია საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
** საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
** მომსახურებისა და კონკურენციის განვითარების მიზნით მომზადებული პროექტების რეგულირებად საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა და კონტროლი;
** საწარმოების რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია;
** საწარმოების საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, წინადადებების მომზადება, სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების შესწავლა და ერთობლივი განხილვების კოორდინაცია;
** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების
კონტროლი;
** გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
** საქართველოს კანონი "კონკურენციის შესახებ";
** საქართველოს კანონი "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ";
** "ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმით გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები;
** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული "მომსახურების ხარისხის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა