განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 27 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე



სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: იურისტი;
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - ძალიან კარგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
** აუცილებელია მიეთითოს ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
** სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
** სასურველია, კანდიდატმა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
** სასურველია, კანდიდატმა ატვირთოს აკადემიური ნაშრომი (სტატია, რეფერატი ან სხვ.);
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის ეფექტიანი მართვის
უნარები;
** პროფესიული თვითგანვითარებისა და ცოდნის განახლებისკენ სწრაფვა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქციები:

** ნორმატიული (მათ შორის, საკანონმდებლო) და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
** ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით, რეგულირების საერთაშორისო ტენდენციების კვლევა, კომპარატიული ანალიზის განხორციელება და წინადადებების მომზადება;
** ენერგეტიკულ საწარმოებს, აგრეთვე ენერგეტიკულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
** საჭიროებისამებრ, კომისიის წარმოდგენა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სხვა პირებთან და მისი ინტერესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";
** საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
** საქართველოს კანონი "კონკურენციის შესახებ";
** საქართველოს კანონი "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ";
** "ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმით გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები;
** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები";
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება".

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა