• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დამსაქმებელი: სემეკი
ბოლო ვადა: 2020/04/01
ნანახია: 284 -ჯერ

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია" აცხადებს ვაკანსიას: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო : 3000 ლარი.
ადგილების რაოდენობა : 1
მისამართი: თბილისი. ა. მიცკევიჩის ქუჩა, N19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე




სპეციალური მოთხოვნები:

** პროფესია: გამოყენებითი მათემატიკა ან ინფორმაციული ტექნოლოგიები;
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
** სამუშაო გამოცდილება: 5 წელი;

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

** Microsoft Office Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Office Outlook - ძალიან კარგი;
** "Windows" - ძალიან კარგი;
** "Windows Server" - ძალიან კარგი;
** "Linux" - კარგი.

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - კარგი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ქსელური მოწყობილობების როუტერების, სვიჩების (Cisco) კონფიგურაცია /
ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა;
** ისეთი პროტოკოლების და ტექნოლოგიების კარგი ცოდნა, როგორიცაა TCP, UDP, IP, BGP, OSPF, EIGRP, RIP, NAT, CiscoIPS;
** VPN ქსელის კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა;
** ქსელის დაცვის სისტემების (Barracuda) ცოდნა;
** სასურველია CCNA ან უფრო მაღალი დონის სერტიფიკატის ქონა;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაციით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრის უნარი.

ფუნქციები:

** ქსელური მოწყობილობების როუტერების, სვიჩების (Cisco) კონფიგურაცია /ადმინისტრირება;
** VPN ქსელის კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** კომისიის ვირტუალური სერვერების (VMware) ადმინისტრირება;
** კომისიის ქსელის მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ორგანული კანონი "შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ;
** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №1 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ";
** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №4 ბრძანება "კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ";
** მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 თებერვლის №7 ბრძანება "ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №245 ბრძანება "ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ";
** კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ"

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე mail@gnerc.org

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა დაკ ვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულუნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას).

წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

            გადაწყვეტილების მიღების ფორმა დ ა ვადა

საკონკურსოკო მისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.“

 

 

p.s.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების" მიხედვით, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოს სახელმწიფოენას.  

კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ვაკანტური თანამდებობის თავისებურებების გათვალისწინებით. ​

მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არასწორად იქნა აღქმული.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა