ავტორი

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

tel: (+995) 571 442 424
mail: vacancy@fresco.ge

ყველა ვაკანსია ( 5 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დღის ცვლის მოლარე/ხაზის კონსულტანტი
დამსაქმებელი: სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ბოლო ვადა: 2020/04/23
ნანახია: 48 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარის/ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: 525 ლარიდან + ბონუსები.

დღის ცვლის მოლარის მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების გამართულად და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად წარმოება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

ხაზის კონსულტანტის მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fresco.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 571 442424, 598 119331, 597 955832.

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა